1991 წლამდე წითელწყარო
ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს შირაქის ვაკეზე, თბილისი-დედოფლისწყაროს სარკინიგზო ხაზის საბოლოო პუნქტი. ქალაქად გამოცხადდა 1963 წელს. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.), ზღვის დონიდან - 800 მეტრი, მანძილი თბილისიდან 144 კმ (რკინიგზით).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]