სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის აღმოსავლეთ ფერდობის ძირას, მდინარე ვანთისხევზე. საკრებულოს თემის ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: აკურა, ვანთისხევი). ზღვის დონიდან – 620 მეტრი, თელავიდან – 12 კილომეტრი, თბილისიდან - 60. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2249 ადამიანი. აკურის მიდამოებშია მამადავითის მონასტერი — სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც აშენებული 855 წელს და ილარიონ ქართველის მოღვაწეობას უკავშირდება. სოფელში დგას ასევე წმინდა ილია წინასწარმეტყველის და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]