0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ალ ალ- ალა ალბ ალგ ალდ ალე ალვ ალზ ალთ ალი ალკ ალმ ალო ალპ ალჟ ალრ ალს ალტ ალუ ალფ ალქ ალღ ალყ ალშ ალჩ ალც ალძ ალხ ალჰ

ალავერდი

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ოჟიოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან – 430 მეტრი, ახმეტიდან – 25 კილომეტრი. თელავიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) - 20 კილომეტრი. სოფელში დგას ალავერდის მონასტერი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 176 ადამიანი.
  2. სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 387 ადამიანი.
  3. XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის საეპისკოპოსოს ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე. ეს მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7ხ26,4, სიმაღლე – 50 მეტრამდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთს ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. ტაძარი უმთავრესად გარე და შიგა პირი კი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.
  4. ქართულ სუფრაზე სიტყვიერი გადაცემა სადღეგრძელოსი.
  5. ქალაქი სომხეთში, ლორის მარზაში, ერევნიდან 167 კილომეტრი, ქალაქში გადის საავტომობილო გზა – „ვანაძორი-თბილისი“ და რკინიგზის ხაზი – „ერევანი-თბილისი“. მდებარეობს მდინარე დებედის ვიწრო ხეობაში. ზღვის დონიდან 750-1400 მეტრზე. ცნობილია როგორც სომხეთის სპილენძის წარმოების ცენტრ (15 ათასი).
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9