0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ალ ალ- ალა ალბ ალგ ალდ ალე ალვ ალზ ალთ ალი ალკ ალმ ალო ალპ ალჟ ალრ ალს ალტ ალუ ალფ ალქ ალღ ალყ ალშ ალჩ ალც ალძ ალხ ალჰ

ალაზანი

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა (ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები) და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება საქართველოს საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძეა 390 კილომეტრი, აუზის ფართობი – 11 800 კვ.კმ. წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. სათავე კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). ამ უკანასკნელის დაგუბებამდე პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა. ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა - ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერემისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგალითად, დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ. კუბ.მ. წყალი. იყენებენ სარწყავად.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9