ქართული მხატვრული ფილმი, ისტორიულ-რევოლუციური. ეკრანებზე გამოვიდა 1938 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორები - გიორგი ცაგარელი, მიხეილ ჭიაურელი, დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. კომპოზიტორი - ივანე გოკიელი. მთვარ როლებში: კონსტანტინე მიუფკე (ლენინი), მიხეილ გელოვანი (სტალინი), სპარტაკ ბაღაშვილი (გიორგი ღუდუშაური), თამარა მაკაროვა (სვეტლანა), გიორგი საღარაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]