0

დ, და დბ დგ დდ დე დვ დი დლ დმ დნ დო დპ დრ დუ დღ დჰ
დი დი დი- დია დიბ დიგ დიდ დიე დივ დიზ დით დიი დიკ დილ დიმ დინ დიო დიპ დიჟ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ დიღ დიყ დიშ დიც დიძ დიჭ დიხ დიჯ დიჰ

დიდგორი

  1. ქედი კასპის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი განშტოება.
  2. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (დიღმის თემის საკრებულო), დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, დიღმისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან – 900 მეტრი, მცხეთიდან – 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 90 კაცი.
  3. მთა თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადების — ვერესა და ნიჩბისისწყლის სათავეებში. აგებულია ზედა- და შუაეოცენის თიხებით, ქვიშაქვებით, ტუფბრექჩიებიტა და ტუფებით. კალთები დამრეცია, დანაწევრებულია ეროზიული ხეობებით. შემოსილია წიფლის ტყით. მწვერვალზე მეორეული სუბალპური მდელოა. ამ მიდამოებში 1121 წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა (სიმაღლე – 1647 მეტრი).
  4. მთა თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი განშტოების, საწკეპელ-სათოვლიის ქედზე, სოფელ დიღმის ჩრდილოეთ-დასავლეთით, მცხეთის მუნიციპალიტეტში. აგებულია ზედაეოცენის დანალექი ქანებით. კალთები საშუალოდ დახრილია და შემოსილია ფოთლოვანი ტყით. ჩრდილოეთი კალთის ზემო ნაწილში განვითარებულია ბედლენდი (სიმაღლე – 1275 მეტრი).
  5. დიდგორის ბრძოლა (ძლევაი საკვირველი) - ქართველთა მიერ გამართული ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჯუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ 1121 წლის 15 აგვისტოს დიდგორის ველზე, თბილისის მისადგომებთან.
  6. დიდგორის რაიონი - თბილისის ერთ-ერთი რაიონი. შეიქმნა 2007 წელს. ადრე ეს ტერიტორია ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 26 ნოემბრის დადგენილების შესაბამისად გადაეცა საქართველოს დედაქალაქის - თვითმმართველ ერთეულს. რაიონში, ძირითადად, არსებობს საკურორტო, სააგარაკე, დაბისა და სოფლის საგარეუბნო ტიპის დასახლებები. მასში შედის შემდეგი დასახლებული პუნქტები: კიკეთი, კოჯორი, ახალდაბა, ბეთანია, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, წყნეთი, ოქროყანა. რაიონის ცენტრია დაბა წყნეთი.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9