0

დ, და დბ დგ დდ დე დვ დი დლ დმ დნ დო დპ დრ დუ დღ დჰ
დი დი დი- დია დიბ დიგ დიდ დიე დივ დიზ დით დიი დიკ დილ დიმ დინ დიო დიპ დიჟ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ დიღ დიყ დიშ დიც დიძ დიჭ დიხ დიჯ დიჰ

დიღმის ბრძოლა (1567 წელი)

ყიზილბაშ დამპყრობლებთან ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი. ირანის შაჰის თამაზ I-ის მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი) ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული. 1567 წელს ქართლის მეფემ სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დადგა. დავით XI ქალაქის ციხიდან გამოვიდა ყიზილბაშების, თბილისის მოლაშქრეთა და სომხით-საბარათიანოს ლაშქრით და სიმონ I-ის ლაშქარს შეება. ამ ბრძოლაში დავით XI დამარცხდა. ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა. ბრძოლის ველიდან გაქცეულმა დავით XI-მ თბილისის ციხეს შეაფარა თავი. სიმონ I-მა თბილისს ალყა შემოარტყა, მაგრამ ქალაქის გათავისუფლება ვერ შეძლო.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9