0

დ, და დბ დგ დდ დე დვ დი დლ დმ დნ დო დპ დრ დუ დღ დჰ
დი დი დი- დია დიბ დიგ დიდ დიე დივ დიზ დით დიი დიკ დილ დიმ დინ დიო დიპ დიჟ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ დიღ დიყ დიშ დიც დიძ დიჭ დიხ დიჯ დიჰ

დიღმის კარი

კარიბჭე ფეოდალური ხანის თბილისის გალავნის დასავლეთ კედელში, დღევანდელი ვერცხლის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე. აქედან იწყებოდა დიღმის გზის ერთ-ერთი განშტოება. დიღმის კარი აკავშირებდა კალას გარეთუბანთან. აქ იწყებოდა ძველი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგზაო არტერია, რომელიც მიუყვებოდა ვერცხლის და ლესელიძის ქუჩების ხაზს. დიღმის კარი უკავშირდებოდა კოჯრის კარს კვირაცხოვლის (ახლანდ. ალ. დიუმას) ქუჩით და მეიდნის, ანუ მუხრანის კარს — დღევანდელი ნიშნიანიძის ქუჩით. დიღმის კარი ცნობლი იყო ასევე „შუა კარის“ სახელით „ქვემო კარსა“ და „მაღლა კარს“ შორის მდებარეობის გამო.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9