0

დ, და დბ დგ დდ დე დვ დი დლ დმ დნ დო დპ დრ დუ დღ დჰ
დი დი დი- დია დიბ დიგ დიდ დიე დივ დიზ დით დიი დიკ დილ დიმ დინ დიო დიპ დიჟ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ დიღ დიყ დიშ დიც დიძ დიჭ დიხ დიჯ დიჰ

დიღმისხევი

ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ცენტრი - სოფელი დიღომი (ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი). დიღმისხევში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა; ხევის ქვედა ნაწილი - დიღმის ველი მეფეთა სანადირო ადგილი იყო. იყენებდნენ აგრეთვე საძოვრად. დიღმისხევის მიწებზე სახლობდნენ სამეფო კარის, საეკლესიო და სათავადო გლეხები. სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თბილისს მომდგარი მტერი ჩვეილებრივ დიღმისხევის მიდამოებში ბანაკდებოდა. IX-XI საუკუნეებში დიღმისხევი თბილისის საამიროს ტერიტორიის ნაწილი იყო. დიღმისხევის ტერიტორიაზე მიკვლეულია მრავალი არქეოლოგიური ძეგლი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9