ხეობის მყინვარი კავკასიონის ქედზე, შხარის, აილამისა და ფიტნარგინის მწვერვალებს შორის; რამდენიმე ნაკადად ეშვება 2040 მეტრ სიმაღლემდე, სიგრძე - 13 კილომეტრი, ფართობი - 40,7 კვ.კმ. ამ მყინვართან აქვს სათავე მდინარე დიხსუს (მდინარე ბალყარეთის ჩერეკის ერთ-ერთი სათავე, რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]