ქედი დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრეთ შტოზე, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი. არხის ქედით უერთდება მთავარი წყალგამყოფი ქედის ტოტს - ხარულის ქედს. ჩრდილოეთით იწყება მექეთის მწვერვალთან, რომელიც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ), ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი (2579 მ), მუნჯუხი (2685 მ), ყურყუტა (2681 მ), ლომისი (2452 მ); სამხრეთით ბოლოვდება ლორწომისკლდის (ალევისკლდის) მასივით.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]