0

დ, და დბ დგ დდ დე დვ დი დლ დმ დნ დო დპ დრ დუ დღ დჰ
დუ დუ დუ- დუა დუბ დუგ დუდ დუე დუვ დუზ დუთ დუი დუკ დულ დუმ დუნ დუო დუპ დუჟ დურ დუს დუტ დუუ დუქ დუღ დუყ დუშ დუჩ დუც დუხ

დუშეთის მუნიციპალიტეტი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თბილისის ჩრდილო-დასავლეთით.
- 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-28 წლებში დუშეთის მაზრაა, 1928-30 წლებში თფილისის ოლქშია დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლის ოქტომბრიდან დამოუკიდებელი რაიონია.
- მუნიციპალიტეტი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებს, აგრეთვე შიდა ქართლის ვაკის პერიფერიებს, მისი ტერიტორია ძირითადად მაღალ მთებს უკავია, მათ შორის კავკასიონის წყალგამყოფ ქედს, მხოლოდ უკიდურეს სამხრეთ ნაწილში არის ბორცვიანი მთისწინეთი და ვაკეები.
- აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტის და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - მცხეთის, ხოლო დასავლეთით ახალგორის მუნიციპალიტეტები, ჩრდილო-დასავლეთით ესზაღვრება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, ჩრდილოეთით კი – რუსეთის ფედერაციას.
- ფართობი 2985 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 34 ათასამდე.
- სიმჭიდროვე - 11 კაცი კვ.კმ-ზე.,br />- მოსახლეობის 94,6% ქართველია, 4,8% - ოსი, 0,2% - რუსი, 0,1% - სომეხი, 0,1% -აფხაზი.,br />- მუნიციპალიტეტში 79 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 47 ბიბლიოთეკა, 4 თეატრი და 4 მუზეუმი: დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი (სოფელი ჩარგალი), გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმი (სოფელი ოძისი),br />დასახლებული პუნქტები:
1) ქალაქი - დუშეთი.
2) დაბა - ჟინვალი, ფასანაური.
- 288 სოფელი: აბანოსხევი, ავენისი, ათნოხი, აკუშო, ამღა, ანანური, ანდაქი, არაგვისპირი, არანისი, არახვეთი, არბაჩხანი, არბოეთი, არდოტი, არღუნი, არჭილო, ატაბე, აფშო, აყნელი, აჭე, ახადი, ახალი ბურღული, ახალაანი, ახალი კადოეთი, ახალი ოსები, ახალი ტონჩა, ახალციხე, ახატანი, ახიელი, ბაგა, ბაზალეთი, ბაკურხევი, ბანცურთკარი, ბანცური, ბარისახო, ბაქაქურები, ბაცალიგო, ბახანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, ბეტისჩრდილი, ბზიკურთკარი, ბინდაურთა, ბისო, ბიჩნიგაური, ბლო, ბოდავი, ბოდორნა, ბოსელი, ბოქჩვილო, ბულაჩაური, ბურსაჭირი, ბუჩაანი, ბუჩუკურთა, გამსი, გველეთი, გვიდაქე, გიორგწმინდა, გოგნაური, გოგოლაურთა, გომეწარი, გრიგოლაანთკარი, გუდანი, გუდარახი, გუდრუხი, დავათი, დავითურნი, დათვისი, დგნალი, დიდებანი, დიხჩო, დოლასქედი, დოლოშა, დუდაურები, დუმაცხო, ებნისი, ეთვალისი, ვარსიმაანი, ვარცლა, ვაშლობი, ველთაურთკარი, ვეშაგურნი, ვეძათხევი, ზანდუკი, ზაქათკარი, ზეისტეჩო, ზემო ამირნი, ზემო კოდისწყარო, ზემო მლეთა, ზემოუბანი, ზემო ღარისწყალა, ზემო შუახევი, ზემო ხორხი, ზენუბანი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, თანიანთკარი, თვალივი, თოთიაურნი, თორელაანი, თხილიანა, თხილოვანი, ილტოზა, ინო, იორი, იუხო, კადოეთი, კაიშაურნი, კანატია, კარწაულთა, კაწალხევი, კენჭაკლდე, კიტოხი, კორშა, კოშკასყელი, კუჭეჭა, ლაზვიანი, ლაკათხევი, ლამოვანი, ლაუშა, ლაფანაანთკარი, ლუთხუბი, მათურა, მანასეური, მაქართა, მაღაროსკარი, მაღრაანი, მაღრანი, მგლიანი, მეზვრიანთკარი, მენესო, მენესო, მეჯილაურნი, მიგრიაულები, მიგრიაულთა, მილისწყარო, მიქელიანი, მლაშე, მოწმაო, მუგუდა, მუქო, მუღურე, მუცო, მწითურები, მჭადიჯვარი, მჭედლიანთკარი, ნაგლიანთკარი, ნადიბაანი, ნანიანი, ნაღვარევი, ნეძიხი, ნოჯა, ნოჯიკეთი, ოქრუაანი, ოძისი, ოხერხევი, პავლეური, პეტრიანი, პირმისაანი, ჟინვალა, ჟოჟონი, როშკა, საკერპო, საკრამულო, სალაჯური, საქერე, საშაბურო, საშევარდნო, საჩალისჭალა, საცხავატლო, სეთურნი, სეფე, სვიანა-როსტიანი, სიჯანანი, სოდევე, სონდა, სონდისველა, სონჩო, სწროფავი, ტონჩა, უბანი, უბანი, უკანამხარი, უკანაფშავი, უკანახო, უკანხადუ, უნდილაანთკარი, უფურეთი, უშარნი, უძილაურთა, ფახვიჯი, ფიჭვიანი, ფრიდონაანთკარი, ფუძნარი, ფხუნდავი, ქალილო, ქარაულები, ქარქუშაანი, ქედელობა, ქერანა, ქერიაანთკარი, ქვემო არანისი, ქვემო აში, ქვემო კოდისწყარო, ქვემო მლეთა, ქვემო ღარისწყალა, ქვემო შუახევი, ქვემო ხორხი, ქვეშეთი, ქვითკირისწყარო, ქისტანი, ქმოსტი, ქობულო, ქოროღო, ქუბრიანთკარი, ღელისვაკე, ღული, ყარსიმაანთკარი, ყვავილი, ყველანი, შალიკაანთკარი, შარახევი, შარმიანი, შატილი, შუაფხო, ჩადისციხე, ჩანადირთკარი, ჩარგალი, ჩინთი, ჩირდილელიანთკარი, ჩირდილი, ჩირიკი, ჩიტაურები, ჩობალაურნი, ჩოხელნი, ჩოხი, ჩუბინიანთკარი, ჩხუბა, ცაბაურთა, ციგრიანთკარი, ცივწყარო, ციხევდავი, ციხიანი, ციხისძირი, ციხისსოფელი, ციხისუბანი, ცხვედიეთი, ძეძეურთა, ძველი ბურღული, ძველი ოსები, ძველი საკრამულო, წითელი კლდე, წითელსოფელი, წინამხარი, წინამხარი, წინკობანი, წინხადუ, წიფორი, წიფრანი, წიწამურა, წკერე, ჭალისოფელი, ჭალისოფელი, ჭართალი, ჭაშა, ჭიე, ჭივილაანები, ჭიკანი, ჭილურტი, ჭიმღა, ჭიჩო, ჭონტილი, ჭოპორტი, ჭორმეშავი, ხარტიშო, ხარხეთი, ხახაბო, ხახმატი, ხევშა, ხეობა, ხიზნები, ხილიანა, ხირაუშა, ხომი, ხონისჭალა, ხოშარა, ჯავახიანთკარი, ჯაღმიანი, ჯუღისი. (ჩამოთვლილთა შორის 17 დაუსახლებელი სოფელია: არბაჩხანი, ბეტისჩრდილი, გველეთი, მაღრაანი, ოხერხევი, საკერპო, საქერე, სონჩო, ტონჩა, უბანი, უკანხადუ, უფურეთი, კისტანი, ქმოსტი, ჩადისციხე, ჩხუბა, ძეძეურთა ). - ტორიული ძეგლები: ქოროღოს ეკლესია და კოშკი (X საუკუნე), ანანურის გვიანფეოდალური ხანის ციხე და ტაძარი, ფუძნარის ღვთისმშობლის გუმბათოვანი ეკლესია (XIII საუკუნე), ბოდორნის ეკლესია (XVIII ს I ნახევარი), მჭადიჯვრის ეკლესია და ციხე (XVII-XVIII სს).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9