0

ვა ვგ ვდ ვე ვვ ვზ ვი ვლ ვნ ვო ვპ ვრ ვს ვუ ვშ ვც ვხ
ვა ვა- ვაა ვაბ ვაგ ვად ვაე ვავ ვაზ ვათ ვაი ვაკ ვალ ვამ ვან ვაპ ვაჟ ვარ ვას ვატ ვაუ ვაფ ვაქ ვაღ ვაყ ვაშ ვაჩ ვაც ვაჭ ვახ ვაჯ ვაჰ

ვანი

  1. ქალაქი 1981 წლიდან, ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, დაფნარ-ბაღდათის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 60 მეტრი. თბილისიდან - 276 კილომეტრი, ქუთაისიდან - 58 კილომეტრი, რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 23 კილომეტრი.
    - მოსახლეობა - 4,6 ათასი (2002 წ.).
    - ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში.
    - სატელეფონო კოდი +995 232
  2. სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
  3. სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
  4. სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ხვაშითის თემის საკრებულო), მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სატოპელას (ყვირილის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, ჭიათურიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 47 კაცი.
  5. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (საღანძილის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჯინჯოურის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 550 მეტრი. ხარაგაულიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 კაცი.
  6. გაუმდინარი მლაშე ტბა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 1720 მეტრ სიმაღლეზე, მაქსიმალური სიღრმე 145 მეტრი.
  7. ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).
  8. ქალაქი-პორტი საფრანგეთში, მორბიანის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
  9. ძველ და შუა საუკუნეების ჩინეთსა და კორეაში სახელმწიფოს და სამთავროების მმართველთა ტიტული.
  10. Mythol. იაპონური
    ზღვის ღმერთი, რომელიც ზვიგენის ან ნიანგის სახით გამოისახებოდა.
  11. ძველი ჩინური ტერმინი, აღნიშნავდა ქვეყნის გამგებელს ინის და ჯოუს ეპოქაში (ძვ.წ.აღ. XVI-III სს). მოგვიანებით - წარჩინებულთა უმაღლესი ტიტული.
  12. იგივეა, რაც სავანე.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9