0

ვა ვგ ვდ ვე ვვ ვზ ვი ვლ ვნ ვო ვპ ვრ ვს ვუ ვშ ვც ვხ
ვა ვა- ვაა ვაბ ვაგ ვად ვაე ვავ ვაზ ვათ ვაი ვაკ ვალ ვამ ვან ვაპ ვაჟ ვარ ვას ვატ ვაუ ვაფ ვაქ ვაღ ვაყ ვაშ ვაჩ ვაც ვაჭ ვახ ვაჯ ვაჰ

ვანის მუნიციპალიტეტი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 — ქუთაისის მაზრაში, 1929-დან ქუთაისის ოლქში, 1930 წელს გამოიყო ცალკე მუნიციპალიტეტად.
- მდებარეობს იმერეთის დაბლობსა და მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, მდინარე სულორის აუზში.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: აღმოსავლეთით - ბაღდათის, ჩრდილოეთით - წყალტუბოს და სამტრედიის, დასავლეთითი - სამტრედიის და ჩოხატაურის, სამხრეთით - ჩოხატაურის და ადიგენის.
- ფართობი - 557 კვ.კმ (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,79%).
- სიმჭიდროვე - 61 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,5% ქართველია; 0,3% - რუსი; 0,1% - აფხაზი; 0,1% – აზერბაიჯანელი; 0,04% - ოსი.
- წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა. მუნიციპალიტეტში არის კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის (ღვინის და საკონსერვო ქარხნები) საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აქ არის კურორტი სულორი.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 39 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 34 ბიბლიოთეკა, 4 თეატრი და 4 მუზეუმი.
- 1 ქალაქი - ვანი
- 17 თემის საკრებულო: ამაღლების (2), ბზვანის (2), გადიდის (2), გორის (2), დიხაშხოს (3), ზედა ვანის (2), ზეინდრის (2), მუქუდის (2), სალომინაოს (2), სალხინოს (2), საპრასიის (2), ტობანიერის (4), უხუთის (2), ფერეთის (2), ყუმურის (3), შUამთის (4), ციხესულორის (2)და 2 სოფლის საკრებულო: სულორის, ძულუხის.
- 42 სოფელი: ამაღლება, ბაბოთი, ბაგინეთი, გადიდი, დიხაშხო, დუცხუნი, ზედა ბზვანი, ზედა გორა, ზედა ეწერ-ტობანიერი, ზედა ვანი, ზედა მუქედი, ზედა ციხესულორი, ზეინდარი, ზენობანი, იმერუხუთი, ინაშაური, ისრითი, კუშუბაური, მაისაური, მიქელეფონი, მთისძირი, ონჯოხეთი, რომანეთი, სალომინაო, სალხინო, საპრასია, სულორი, ტობანიერი, ტყელვანი, უხუთი, ფერეთა, ქვედა ბზვანი, ქვედა გორა, ქვედა მუქედი, ქვედა ციხესულორი, ყუმური, შუა გორა, შუამთა, ციხისუბანი, ძულუხი, ჭაგან-ჭყვიში, ჭყვიში (ყველა სოფელი დასახლებული).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9