მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ძვ.წ.აღ. IX-VI საუკუნეებში. ამჟამად მისი ტერიტორია შედის საქართველოს, სომხეთის, თურქეთის და ირანის შემადგენლობაში. ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თვითონ კი თავის ქვეყანას „ბიაინილის“ უწოდებდნენ.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]