0

კა კბ კდ კე კვ კი კლ კმ კნ კო კპ კრ კს კტ კუ კჰ
კოა კობ კოგ კოდ კოე კოვ კოზ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კოპ კოჟ კორ კოს კოტ კოუ კოფ კოქ კოღ კოშ კოჩ კოც კოძ კოწ კოჭ კოხ კოჯ კოჰ

კონგო

  1. სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი XIII-XIX საუკუნეებში მდინარე კონგოს ქვემო დინებაში.
    See also: ზაირი
  2. Fr. Republique du Congo
    კონგოს რესპუბლიკა.

    - სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ესაზღვრება გაბონს, კამერუნს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და ანგოლას, აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეზე.

    - დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 15 აგვისტო.

    - ეროვნული დევიზი - „Unite, Travail, Progres“ (ერთობა, შრომა, პროგრესი).

    - ჰიმნი - „La Congolaise“.

    - მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

    - სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

    - საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.

    - ფართობი - 342 000 კვ.კმ.

    - დაყოფილია 10 ადმინისტრაციულ ოლქად და დედაქალაქის რეგიონად.

    - მოსახლეობა - 4 მილიონი.

    - სიმჭიდროვე - 12 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

    - მორწმუნეები - კათოლკეები, პროტესტანტები, ნაწილი მოსახლეობისა ადგილობრივი ტრადიციული აღმსარებლობისაა.

    - ოფიციალური ენა - ფრანგული.

    - დედაქალაქი - ბრაზავილი.

    - ვალუტა - ფრანკი.

    - ქვეყნის კოდი - COG.

    - დროის სარტყელი - UTC +1

    - სატელეფონო კოდი - +242.

    - ინტერნეტ-დომენი - cg.

  3. Fr. Republique Democratique du Congo
    კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 1971-97 წლებში ზაირი.

    - სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და სუდანს, აღმოსავლეთით - უგანდას, რუანდას, ბურუნდის, ტანზანიას, სამხრეთით - ზამბიას და ანგოლას და დასავლეთით - კონგოს რესპუბლიკას. დასავლეთით აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეზე.

    - სახელწოდება „კონგო” ნიშნავს მონადირეს დამომდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ენიდან.

    - დამოუკიდებლობის დღე (ბელგიისგან) - 1960 წლის 30 ივნისი.

    - ჰიმნი - „Debout Сongolaise“.

    - მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

    - სახელმწიფოს მეთაური - პრეზედენტი.

    - საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი სახელმწიფო საბჭო.

    - ფართობი - 2 345 410 კვ.კმ.

    - დაყოფილია 11 ოლქად.

    - მოსახლეობა - 67 მილიონი.

    - სიმჭიდროვე - 25 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

    - მოსახლეობის ნახევარი ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებს.

    - ოფიციალური ენა - ფრანგული.

    - დედაქალაქი - კინშასა.

    - ვალუტა - კონგოს ფრანკი.

    - ქვეყნის კოდი - COD.

    - დროის სარტყელი - UTC +1...+2

    - სატელეფონო კოდი - +243.

    - ინტერნეტ-დომენი - cd

  4. ბანტუს ჯგუფის ხალხი, ცხოვრობენ ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში (კონგო, ანგოლა, უგანდა, გაბონი).

    ბანტუს ენათა ჯგუფის ენა. დამწერლობა აქვს ლათინური ანბანის საფუძველზე.

  5. (ზაირი) - მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 4700 კილომეტრი, აუზის ფართობი - 3680 ათასი კვ.კმ).
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9