სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ცხრაწყაროს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 435 ადამიანი. სოფელი კვალითი ისტორიულ წყაროებში პირველად XVIII საუკუნის I ნახევარში მოიხსენიება.
Source: ზედა კვალითი