0

ზა ზბ ზგ ზდ ზე ზვ ზი ზლ ზმ ზნ ზო ზრ ზუ ზღ
ზე ზეა ზებ ზეგ ზედ ზეე ზევ ზეზ ზეთ ზეი ზეკ ზელ ზემ ზენ ზეო ზეპ ზეჟ ზერ ზეს ზეტ ზეფ ზეღ ზეშ ზეც ზეწ ზეხ ზეჰ

ზესტაფონი

ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან - 183 კილომეტრი (რკინიგზით). მანძილი ქუთაისამდე - 40 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი", გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 24,2 ათასი (2002 წ.). ზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ზესტაფონში არის მარგვეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9