0

ზა ზბ ზგ ზდ ზე ზვ ზი ზლ ზმ ზნ ზო ზრ ზუ ზღ
ზვა ზვე ზვი ზვო

ზვარე

  1. მდინარე.
  2. სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
  3. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ზვარულას (ჩხერიმალას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 700 მეტრი. ხარაგაულიდან - 24 კილომეტრი. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს სამ სოფელს: ზვარე, ნუნისი, ჩრდილი). სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნეში „მზვარის“ სახელწოდებით. სახელწოდება ზვარე „მზიანს“ ნიშნავს. ის ნაწარმოებია სიტყვისაგან „მზვარე“, რომელიც აღნიშნავს მზიან ფერდობს. სოფლის თავის მიმართულებით, ტყეში არის ლიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგერევები და სახატე ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „ჯვარნაძვს“ ეძახის. საქვეყნოდ ცნობილია ზვარის მინერალური წყაროები, სადაც წლების განმავლობაში ჩამოისხმეოდა მინერალური წყალი „ზვარე“. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 407 კაცი.
  4. მინერალური სამკურნალო სასმელი წყალი. წყლის საბადო მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ზვარისა და ჩრდილის საზღვარზე. გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა. მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარის წყლის უნიკალურობა დაადასტურა. 1933 წელს დაიწყო საძიებო სამუშაოები. 1934 წელს აღიმართა პირველი მექანიზებული ჭაბურღილი. 1936 წლიდან დაიწყო მინერალური წყლის „ზვარის“ ჩამოსხმა. ამჟამად მისი ჩამოსხმა აღარ მიმდინარეობს. ზვარის მინარალური წყალი ქიმიური შემადგენლობით მიეკუთნება ნახშირმჟავა ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-ნატრიუმიან წყლებს. მას იყენებენ საჭმელის მომნელებელი ორგანოთა დაავადების სამკურნალოდ.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9