„სამოციანელები“, „პირველი დასი“
რუსეთში განსწავლული ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც მიზნად დაისახეს ხალხის გამოფხიზლება, ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა; მათ აღიარებულ ლიდერებად ითვლებოდნენ ი.ჭავჭავაძე. ა.წერეთელი, ნ.ნიკოლაძე, კ.ლორთქიფანიძე და სხვები
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]