0

თა თბ თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თეა თებ თეგ თედ თევ თეზ თეთ თეი თეკ თელ თემ თენ თეო თერ თეს თეტ თეუ თეფ თექ თეღ თეშ თეძ თეჯ

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში. მდებარეობს იმერეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში (ქვედა მხარე, მდინარე ყვირილის გასწვრივ) და სიმონეთის ტალღობრივ ვაკეზე (ზედა მხარე), რომელიც თავის მხრივ იმერეთის ჩრდილო მთისწინეთს მიეკუთვნება.
- 1917 წლამდე ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით – შორაპნის მაზრაში, 1930 წლის დაყოფით – ქუთაისის ოლქში, ამავე წელს გამოეყო ქუთაისის ოლქს ჩხარის რაინის სახელით. 1950 წლიდან ეწოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტი.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: დასავლეთით – წყალტუბოს, ჩრდილოეთით - ტყიბულის, აღმოსავლეთით – ჭიათურის, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით – ზესტაფონის, სამხრეთ-დასავლეთით – ბაღდათის მუნიციპალიტეტი.
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის თითქმის სამი-მეოთხედი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია (250 კვ.კმ.). მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საკრამიტე და სააგურე თიხა, სამშენებლო ქვა (ეკლარი), ქალცედონი, კირქვა და მარმარილო.
- ფართობი – 357 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,51%).
- მოსახლეობა - 45 ათასი (2002 წ.).
- სიმჭიდროვე - 127 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,4% ქართველია; 0,3% - რუსი; 0,1% – სომეხი; 0,1% – აფხაზი. (2002 წლის მონაცემები).
- მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მარცვლეული კულტურების (სიმინდი) მოყვანა და მეცხოველეობა. მრეწველობა ემყარება ადგილობრივ ენერგეტიკულ, მინერალურ და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს. მუნიციპალიტეტში არის ჩაის, ღვინის ქარხნები და რამდენიმე წვრილი საწარმო. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი და თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზატკეცილი.
- მუნიციპალიტეტში 34 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 30 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი და 3 მუზეუმი (მათ შორის — დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი).
- 1 ქალაქი - თერჯოლა.
- 13 თემის და 5 სოფლის საკრებულო: - ალისუბნის (5), ახალი თერჯოლოს (2), ბარდუბნის (2), გოგნის, გოდოგნის (4) ეწერის (2) ზედა საზანოს, ზედა სიმონეთის, თუზის, კვახჭირის (3), ნახშირღელის (2), რუფოთის (2) სიქთარვის (2), ქვედა სიმონეთის, ღვანკითის, ჩხარის (2), ძევრის (3), ჭოგნარის.
- 45 სოფელი: ახალი თერჯოლა, ახალუბანი, ბარდუბანი, ბოსელა, ბროლისქედი, გოგნი, გოდოგანი, დელტასუბანი, ეწერი, ვარდიგორა, ზარნაძეები, ზედა ალისუბანი, ზედა საზანო, ზედა სიმონეთი, თავასა, თუზი, თხილთაწყარო, კაკაბაური, კვახჭირი, მაჩიტაური, მუჯირეთი, ნაგარევი, ნავენახევი, ნახშირღელე, ოდილაური, ოქონა, ოქტომბერი, რუფოთი, სათემო, სარბევი, სეფარეთი, სიქთარვა, სკანდე, ტელეფა, ქვედა ალისუბანი, ქვედა სიმონეთი, ღვანკითი, შიმშილაქედი, ჩიხორი, ჩხარ-ეწერი, ჩხარი, ძევრი, ჭალასთავი, ჭოგნარი, ჯგილათი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9