ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის აუზში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1921-დან — რაჭის მაზრაში, 1928-დან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1951-53 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში. ფართობი 1142 კვ.კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 70 სოფელი. მოსახლეობა - 16 ათასი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]