0

თა თბ თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თვა თვე თვი თვლ თვრ

თვრინი

სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან – 220 მეტრი, ზესტაფონიდან – 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 874 ადამიანი. სოფელი თვრინი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი გალავნითა და საცხოვრებელი ნაგებობებით. სოფელშია ასევე XIX საუკუნის ეკლესია.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9