0

თა თბ თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თია თიბ თიე თივ თიზ თით თიკ თილ თიმ თინ თიო თირ თის თიტ თიუ თიქ თიღ თიხ თიჰ

თიანეთის მუნიციპალიტეტი

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თბილისის ჩრდილოეთით.
- 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — თიანეთის მაზრაში, 1924-დან — დუშეთის მაზრაში, 1929-დან ტფილისის მაზრაში, 1930 წლიდან ტფილისის ოლქის ერწო-თიანეთის მუნიციპალიტეტში, 1932-დან ცალკე მუნიციპალიტეტია.
- აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტის, დასავლეთით და ჩრდილოეთით – დუშეთის, სამხრეთით – საგარეჯოს და მცხეთის მუნიციპალიტეტებს.
- ფართობი 906,3 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 14 ათასამდე.
- სიმჭიდროვე - 16 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 98,1% ქართველია, 1,4% - ოსი, 0,2% - რუსი, 0,1% - სომეხი, 0,1% - ბერძენი.
- დასახლებული პუნქტები:
- 2 დაბა: თიანეთი, სიონი (8 სოფელი).
- 1 სადაბო და 10 თემის საკრებულო.
- 10 თემის საკრებულო: არტნის (10), ახალსოფლის (5), ზარიძეების (12), ნაქალაქარის (6), ჟებოტის (9), სიმონიანთხევის (7), ტუშურების (5), ღულელების (11), ჩეკურაანთგორის (5), ხევსურთსოფლის (3).
- 81 სოფელი: ალაჭანი, ალოტი, ახალსოფელი, ბადაანი, ბალებისხევი, ბეწენწურები, ბოდახევა, ბოკონი, ბოჭორმა, ბუჭყინტა, გორანა, გოჯიაანები, გრძელველები, გუდანელები, დევენაანთხევი, დორეულები, დულუზაურები, ევჟენტი, ვერხველი, ვეძათხევა, ზარიძეები, ზემო არტანი, ზემო ნაქალაქარი, ზემო შარახევი, ზენამხარი, თეგერაანები, თეთრახევა, თეთრაულები, თოლენჯი, თოხოლჩა, თრანი, თხილა იარაჯულები, ივლიანთგორი, კახოიანები, კვერნაულა, კვერნაულა, კვირიასხევი, ლახატო, ლელოვანი, ლიშო, მაგრანეთი, მამადაანები, მელიასხევი, ნადოკრა, ომარაანი, ორხევი, ჟებოტა, საკრეჭიო, საყდრიონი, საჭურე, სახევი საჯინიბო, სიმონიანთხევი, სიონთგორი, სხლოვანი, ტოლათსოფელი, ტუშურები, ფიჭვიანი, ქვემო არტანი, ქვემო ნაქალაქარი, ქვემო შარახევი, ქუშხევი, ღულელები, ყუდრო, ჩაბანო, ჩეკურაანთგორი, ჩიტაურები, ცალუღელაანთკარი, ძებნიაურები, ძირხვნიანი, წიკვლიანთკარი, წყაროთუბანი, ჭიაურა, ჭურჭელაურები, ხადოელები, ხაიშო, ხევსურთსოფელი, ხოფცა, ჯერვალიძეები, ჯიჯეთი (ჩამოთვლილთა შორის 4 დაუსახლებელი სოფელია: ზემო შარახევა, თხილა, ივლიანთგორი, ჩიტაურები). - ისტორიული ძეგლები: ციხე-დარბაზი და სასახლე ცხრაკარის კომპლექსი (ჭურჭელაურებთან), ოჩანის ციხე, ხუროთმოძღვრული კომპლექსი იხინჭა (ჟებოტის მიდამოები), უძველესი ქალაქის – ჟალეთის ნანგრევები, არჩილის მონასტერი ნადოკრაში.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9