0

თა თბ თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თოგ თოდ თოვ თოთ თოი თოკ თოლ თომ თონ თორ თოტ თოუ თოფ თოქ თოღ თოშ თოხ თოჯ

თორღვას აბანო

ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი თელავის მუნიციპალიტეტში, ბულანჩოსწვერის მთის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თორღვას აბანოში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი, ხანგრძლივი გრილი ზაფხული. ნალექები 1200-1600 მმ წელიწადში. ძირითად სამკურნალო ფაქტორია თერმული გოგირდწყალბადიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. წყლის ტემპერატურაა 36,5°C, მინერალიზაცია 0,6 გ/ლ. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური ქრონიკული დაავადებანი. თორღვას აბანოში არის სააბაზანო შენობა და სამედიცინო პუნქტი. მკურნალობა ამბულატორიულია. სეზონი - ივნის-სექტემბერი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9