0

თა თბ თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თოგ თოდ თოვ თოთ თოი თოკ თოლ თომ თონ თორ თოტ თოუ თოფ თოქ თოღ თოშ თოხ თოჯ

თორღვის ბრძოლა

1578 წელს ბრძოლა კახეთის ტახტის პრეტენდენტებს შორის. 1574 წელს გარდაიცვალა კახეთის მეფე ლევანი და მისმა შვილებმა დაიწყეს ბრძოლა ტახტისათვის, თავდაპირველად ტახტზა ავიდა ქიხოსრო (ლევანის შვილი შამხალ ყარამუსალის ასულისგან), ალექსანდრემ (ალექსანდრე II, ლევანის შვილი გურიელის ასულისგან) თავი შეაფარა ყაზახს. ალექსანდრეს მიემხრნენ ქართლის მეფე დავით X (დაუთ-ხანი), სიმამრი ბარძიმ ამილახვარი, ელიზბარ ქსნის ერისთავი და რამდენიმე კახი თავადი. ბრძოლა გაიმართა თორღვას (ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი) ციხესთან (პანკისის ციხესთან); ალექსანდრემ გაიმარჯვა და ტახტი მას დარჩა.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9