0

ი- ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იი იკ ილ იმ ინ იო იპ იჟ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იც იძ იწ იჭ იხ იჯ იჰ
იყა იყბ იყო

იყალთო

  1. სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან – 700 მეტრი, თელავიდან – 7 კილომეტრი. სოფლის მახლობლად დგას იყალთოს მონასტერი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2365 ადამიანი. იყალთოს მიდამოებშია სამონასტრო კომპლექსი, ეთნოგრაფიული მუზეუმი.
  2. მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კილომეტრზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“ (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9