სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: აბისი, აბისისთავი, ბერძენაული), მდინარეების ლოპანისწყლისა და დასავლეთის ფრონეს შესართავთან. ზღვის დონიდან – 670 მეტრი, ქარელიდან – 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 517 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]