0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აბა აბბ აბგ აბდ აბე აბვ აბზ აბი აბკ აბლ აბო აბჟ აბრ აბს აბუ აბღ აბშ აბც აბჯ აბჰ

აბააჟვახუ

  1. ყოფილი თილითი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (თხინის თემის საკრებულო), კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მოქვის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან - 240 მეტრი, შავი ზღვიდან – 19 კილომეტრი, ოჩამჩირიდან – 25 კილომეტრი. აქ იყო აფხაზეთის კათალიკოსის სასახლე (შემორჩენილია ნანგრევები „თლუთ აბაას“ სახელწოდებით). XVII საუკუნეში 80-იან წლებში ქართული მოსახლეობა აფხაზურმა შეცვალა და სოფელს „აბააჟვახუ“ დაერქვა. ამჟამად (2010 წ.) კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.
  2. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ჯგერდის თემის საკრებულო). კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის (აფხაზეთისა) სათავესთან. ზღვის დონიდან – 260 მეტრი, შავი ზღვიდან – 22 კილომეტრი, ოჩამჩირიდან – 25 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.
    Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9