A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეგზ

ეგზეგეტიკა

Etym. ბერძ. exégesis (ზმნიდან exegheistai „გაძღოლა“), სიტყვასიტყვით, „განმარტებით დაწყება“, მაშასადამე, „განმარტება“
It. Esegesi
ტექსტის, განსაკუთრებით – ბიბლიური ან იურიდიული ტექსტის, განმარტება. ბიბლიასთან მიმართებაში აღნიშნავს თეოლოგიურ დისციპლინას, რომელიც განმარტავს წმიდ საღმრთო წერილს ყველა იმ სამეცნიერო მეთოდის გამოყენებით, რომლებიც ტექსტის მართებული განმარტებისთვისაა აუცილებელი. ეგზეგეტიკის, როგორც თეოლოგიური დისციპლინის, დახასიათება მიგვანიშნებს, რომ განმარტებისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის მოთხოვნილებებს, არამედ, აგრეთვე, გამოცხადებულ ჭეშმარიტებასა და მის საკითხებს. იმ წესთა სისტემატური ერთობლიობა, რომელთაც ეგზეგეტიკა უნდა დაექვემდებაროს, ჰერმენევტიკას შეადგენს. ქრისტიანულ ეგზეგეტიკას დიდი ხნის ისტორია აქვს. სამოციქულო მამები (I საუკუნის დასასრული და II საუკუნის დასაწყისი), მიუხედავად იმისა, რომ მათ სრულყოფილი კომენტარები არ დაუწერიათ, ძველი აღთქმის ნაწყვეტების ციტირებისას ხშირად მათ საკუთარ განმარტებებსაც ურთავდნენ. III-IV საუკუნეებში უკვე ნამდვილი ეგზეგეტიკური სკოლები არსებობდა, მაგალითად, ალექსანდრიისა (კლემენტე ალექსანდრიელი, ორიგენე) და ანტიოქიის (იოანე ოქროპირი, თევდორე მოფსუესტა) სკოლები. თანამედროვე სამყაროში ბიბლიის შესწავლას ხელი შეუწყო აგრეთვე ვატიკანის II კრებისა და ეკლესიის ცალკეული მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოქვეყნებამ. კერძოდ, ვატიკანის II კრების დადგენილება Dei Verbum (1965) ეგზეგეტიკური კვლევების წახალისებისა და ხელშეწყობის დიდი მუხტის მატარებელია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9