A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
აკო აკრ

აკრძალულ წიგნთა ნუსხა

Etym. ლათ. index librorum prohibitorum
It. Indice dei libri proibiti
იმ წიგნთა თუ პუბლიკაციათა ნუსხა, რომლებსაც წმიდა საყდარი გმობდა წმიდა უწყების კონგრეგაციის საშუალებით, როგორც ცრუ, მავნებელ, ან რწმენისა და ზნეობისათვის სახიფათო იდეათა გამავრცელებელს. აკრძალულ წიგნთა პირველი სია 1559 წელს პაპმა პავლე IV-მ გამოაქვეყნა. სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციის მიერ 1966 წელს გამოცემულ დეკრეტში განმარტებულია, რომ თუმცა აკრძალულ წიგნთა სია კვლავაც ინარჩუნებს მორწმუნეთათვის აღმზრდელობით ზნეობრივ მნიშვნელობას, ის უკვე აღარ წარმოადგენს კანონის ძალას თან დართული აკრძალვით. ეკლესია კვლავაც განაგრძობს წიგნების განსჯას მოძღვრების მართებულობის თვალსაზრისით. უარყოფითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში წიგნის ავტორს შეცდომის გამოსწორების რჩევა ეძლევა. თუ ავტორი ამაზე უარს იტყვის, წმიდა საყდარი იტოვებს უფლებას, საჯაროდ დაგმოს თხზულება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9