A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ევა ევდ ევლ ევნ ევქ

ევლოგია

Etym. ბერძ. euloghía „კურთხევა“
It. Eulogia
კურთხევის ლოცვა. I საუკუნეში წარმოადგენდა ევქარისტიის სინონიმს. შემდგომში აღნიშნავდა ევქარისტიული მსხვერპლშეწირვისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირულ პურს. ამ ნაკურთხი პურის გამოუყენებელი ნაწილი ძმური თანაზიარების ნიშნად ურიგდებოდა იმათ, ვინც ზიარება ვერ მიიღო ან კათაკმეველებს (ვისაც ჯერ არ ჰქონდა ზიარების მიღების უფლება). კიდევ უფრო მოგვიანებით ტერმინი აღნიშნავდა ეპისკოპოსის ან მღვდელმსახურის მიერ ნაკურთხ ნებისმიერ საკვებს ან ძღვენს, რომელსაც მღვდელმსახური თავის ეპისკოპოსს მიართმევდა მისი მონახულებისას. დღეს ტერმინს მხოლოდ მართლმადიდებლები ხმარობენ მორწმუნეთათვის დარიგებული ნაკურთხი პურის მნიშვნელობით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9