A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ალა ალბ ალე ალი ალმ

ალაჰი

It. Allah
ღმრთის სახელი ისლამში; შედგება სიტყვისაგან „ღმერთი“, რომელსაც დართული აქვს ნაწევარი. ალაჰის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან დებულებას წარმოადგენს ისლამური სარწმუნოების აღსარების, შაჰადის, პირველი ფრაზა: „არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ღმრთისა“ („ლა ილაჰა ილლალაჰ“). ისლამის თანახმად, ადამიანურ საზომთა მეშვეობით ღმრთის უფრო ზუსტი განსაზღვრების შეუძლებელია, რადგანაც ღმრთის მსგავსი არაფერი არსებობს (ყურანი, 112,4; 42,11). თუმცა, იმავე ყურანში ღმრთის კონცეპტუალური განსაზღვრების მიზნით მოყვანილია ეგრეთ წოდებული „99 კეთილი სახელი“, რომლებიც სხვადასხვაგვარად აღწერს ღმრთის თვისებებს (მაგ. ალაჰი მოწყალეა, ლმობიერია, შემოქმედია, მსაჯულია...).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9