A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეზო ეზრ

ეზრას წიგნი

It. Esdra, libro di
ბიბლიის ისტორიული წიგნი, რომელიც ბაბილონიდან განდევნის შემდეგ იუდაური საკრებულოს აღდგენის შესახებ მოგვითხრობს. ებრაულ ბიბლიასა და სეპტუაგინტას თარგმანში ეს წიგნი ნეემიას წიგნთან ერთად ერთიან ლიტერატურულ ერთეულს წარმოადგენდა. მათი დაცალკევება ქრისტიანულ ხანაში მოხდა. წიგნის ავტორობა მიეწერება ებრაელ მემატიანესა და მღვდელმსახურს, ეზრას და ის ქრისტეს შობამდე დაახლოებით 300 წელს დაიწერა. ეზრას წიგნი ორ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი, ეზრ.1-6, მეფე კიროსის ნებართვის წყალობით ბაბილონიდან პირველი დევნილების დაბრუნების შესახებ მოგვითხობს. იუდაიზმის მოწინააღმდეგეთა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი სირთულეების მიუხედავად, ტაძრის ადგილას მოხერხდა საკურთხევლის დადგმა მსხვერპლშეწირვათა განსახორციელებლად. მეორე ნაწილში ეზრ. 7-10 ეზრას მოღვაწეობაა აღწერილი. ეზრამ სპარსეთის მეფის, ართახშასაგან მიიღო ოფიციალური დავალება, გამგზავრებულიყო იერუსალემს რადიკალური რეფორმის ჩასატარებლად, განსაკუთრებით, ქორწინებათა აღსრულებასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ნეემიას წიგნს ეზრას მეორე წიგნსაც უწოდებენ (იმ მიზეზით, რომ ის მის გაგრძელებას წარმოადგენს). ეზრას მესამე წიგნი აპოკრიფია, ის სხვადასხვა კანონიკურ ნაწერთა ნაწყვეტების კრებულს წარმოადგენს. უფრო ცნობილია ეზრას მეოთხე წიგნი, აგრეთვე აპოკრიფი, იუდაური აპოკალიფსური მწერლობის მარგალიტი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9