A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სარწმუნოება

It. Fede
L. fides
ადამიანის მთლიანი პიროვნული მიმხრობა გაცხადებული ღმრთისადმი. გულისხმობს გონითა და ნებით მინდობას ღმრთის გამოცხადებისადმი, რაც მის საქმეთა და სიტყვათა მეშვეობით გამოვლინდა (CCC, 176). რწმენა ღმრთის ზებუნებრივი ნიჭია, პირველი სამ თეოლოგიურ სათნოებათაგანი (დანარჩენი ორია იმედი და სიყვარული). ის აყალიბებს ჰაბიტუსს, ანუ გააჩნია უნარი, მთლიანად გარდაქმნას ადამიანი. ძველ აღთქმაში რწმუნა წარმოდგენილია, როგორც ღმრთის სიტყვისადმი მინდობა (ნოე, აბრაამი, მოსე და ა.შ.), ანუ იმედით გამსჭვალული მიმხრობა წინასწარმეტყველთა ქადაგებისადმი. ახალი აღთქმის მიხედვით კი რწმენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იესო ქრისტე არის ღმრთის ძე, ვინც ყველა ადამიანის სახსნელად სიკვდილი მიიღო და მკვდრეთით აღდგა. პროტესტანტული რეფორმა გადაჭარბებით უსვამს ხაზს რწმენის მხსნელ ძალას. ამის საპირისპიროდ, ტრიდენტის კრებამ ცხადად აღნიშნა, რომ გამართლებას საქმეთა მეშვეობით ცხოველქმნილი რწმენა იძლევა: „რწმენა მკვდარია საქმეთა გარეშე“ (იაკ. 2:26). მორწმუნე მხოლოდ სარწმუნოების შენარჩუნებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ მის აღსარებასა და გავრცელებაზეც.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9