A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიყვარული

Etym. ლათ. caritas „პატივისცემიდან მომდინარე სიყვარული“, გადმოსცემს ბერძნულ ცნებას agápe, „სიყვარული“
It. Carità
ერთ-ერთი სამ საღმრთისმეტყველო სათნოებათაგან, შთაგონებული წმიდამყოფი მადლით, რომელიც ადამიანებს ღმრთის აყვანილ შვილებად აქცევს. წმიდა პავლე ამტკიცებს: „ღმრთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სული წმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ“ (რომ. 5:5); და, ასევე: „თუ მე ადამიანთა და ანგელოსთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ...“ (1 კორ. 13:1). ახალ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს როგორც ღმრთის სიყვარულს ადამიანთა მიმართ, ასევე, ადამიანის სიყვარულს ღმრთისა და მოყვასისადმი, რაც აგრეთვე მტერთა სიყვარულსაც გულისხმობს (შდრ. მათ. 5:43). იესომ კაცთმოყვარეობა კანონის უმთავრეს ძირად, ახალ და ყველაზე დიდ მცნებად დაადგინა (ლუკ. 10:25-37 და პარ.), რომლის მიხედვითაც განვისჯებით (შდრ. მათ. 25:35-46), ადამიანთა შორის სიყვარული კი ღმრთის მიმართ სიყვარულის დამამტკიცებელ საბუთად წარმოადგინა (შდრ. CCC, 1822-1829).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9