A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეთი

ეთიოპიის ეკლესია

It. Etiopica, Chiesa
წარმოადგენს ალექსანდრიული წესის ორ შტოთაგან ერთ-ერთს. დარსებიდან 1949 წლამდე ექვემდებარებოდა ალექსანდრიის ეკლესიას და თანაზიარებაში იყო მასთან. ეთიოპიაში ქრისტიანობა დაახლოებით 320 წელს გავრცელდა ორი სირიელი ერისკაცის – ესედიოსისა და ფრუმენციოსის – წყალობით. ალექსანდრიის პატრიარქის, ათანასეს მიერ კურთხეული ეს უკანასკნელი ეთიოპიის პირველი ეპისკოპოსი (აბუნა) გახდა. როდესაც ეგვიპტის კოპტურმა ეკლესიამ მონოფიზიტობა მიიღო, ეთიოპიის ეკლესიამ მის მაგალითს მიბაძა. ეთიოპიელი ხალხის მოქცევა სირიელმა მონაზვნებმა განახორციელეს (V-VI სს.). მათ მრავალი მონასტერი ააგეს და ახალი აღთქმა თარგმნეს ეთიოპურად. 1950 წლიდან ეთიოპიის ეკლესია ავტოკეფალურია, 1959 წლიდან კი საპატრიარქოს წარმოადგენს და ალექსანდრიის ეკლესიის მხოლოდ საპატიო პრიმატს აღიარებს. ალექსანდრიულ-ეთიოპიური წესის კათოლიკეებს, რომლებსაც ვატიკანში ეთიოპიური კოლეგიუმი აქვთ, 1961 წლიდან მიტროპოლიტი ჰყავთ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9