A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სარწმუნოების სიმბოლო

It. Simbolo di fede
სარწმუნოების ძირითად ჭეშმარიტებათა ნაკრები, რომელიც, ამგვარად, კატეხიზმოს პირველი და საფუძველმდები წყაროა. სამოციქულო ეკლესიამ დასაბამიდანვე გამოხატა და გაავრცელა თავისი სარწმუნოება მოკლე ფორმულებისა და ყველასათვის საყურადღებო ნორმების მეშვეობით, გააერთიანა თავისი სარწმუნოების არსებითი ნაწილი ორგანული, მწყობრად ნაგები კომპენდიუმების სახით. ამგვარ სინთეზებს ეწოდება „სარწმუნოების აღსარება“ (რადგან ქრისტიანთა მიერ აღსარებულ სარწმუნოებას გადმოგვცემენ), „მრწამსი“ და „სარწმუნოების სიმბოლო“, რამდენადაც ისინი მორწმუნეთა შორის ერთიანობისა და ურთიერთკავშირის ნიშანს წარმოადგენს. სარწმუნოების სიმბოლოთა შორის აღსანიშნავია მოციქულთა სიმბოლო და ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო. მოციქულთა სიმბოლოს სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ ის მოციქულთა სარწმუნოების ზედმიწევნით ზუსტ გადმოცემად არის მიჩნეული. რომის ეკლესიაში გამოიყენებოდა მოსანათლავ პირთა კატეხიზაციის დროს და ნათლობის ლიტურგიაში. ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო კი პირველი ორი მსოფლიო კრების (325 და 381) ნაყოფია. ის დღემდე მოქმედებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა დიდ ეკლესიაში (შდრ. CCC, 185-197).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9