A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

It. Consiglio Ecumenico delle Chiese; World Council of Churches
ეკუმენური მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო ნაყოფი. 1948 წელს ამსტერდამში ჩამოყალიბებული ეს ასოციაცია არაკათოლიკე ქრისტიანულ ეკლესიათა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავს. 1961 წელს ახალ დელიში გამართულ მესამე საერთო ასამბლეაზე ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ განსაზღვრა საკუთარი არსი, როგორც „ერთიანობა ეკლესიებისა, რომელნიც აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთსა და მაცხოვარს, საღმრთო წერილის თანახმად, და ამიტომ ცდილობენ, ერთად აღასრულონ თავიანთი საერთო მოწოდება ერთადერთი მამის, ძისა და სული წმიდის სადიდებლად“. იოანე XXIII-ის პაპობისა და ვატიკანის II კრების პერიოდიდან კათოლიკე ეკლესიამ გააძლიერა თავისი ურთიერთობები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, განსაკუთრებით – ქრისტიანთა ერთიანობის ხელშემწყობი პაპის საბჭოს მეშვეობით. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მთავარი ორგანო ჟენევაშია, ხოლო ორგანიზაცია 200-ზე მეტ ეკლესიას აერთიანებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9