A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლავ ლაზ ლათ ლაი ლამ ლატ ლაუ ლაფ ლაქ

ლათინური ენა

Marana-tha ადრეული ქრისტიანობის ევქარისტიული წესის აღსრულებაში, დიდაქე 10:6; 1 კორ. 16:22
It. Latina, lingua
თავდაპირველად არამეული ენის გამოყენების შემდეგ, ეკლესიისა და ლიტურგიის ენად ბერძნული, შემდეგ კი ლათინური იქცა. ლათინური ენის დამკვიდრება, შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკიდან დაიწყო, სადაც ყველაზე ძველი ლათინური ქრისტიანული დოკუმენტებია შემონახული (III საუკუნის პირველი ნახევარი). თუმცა ბერძნული ენა საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა ლიტურგიის უმთავრეს ნაწილში, წირვის წესში. რომში კანონის ლათინიზაცია სავარაუდოდ მხოლოდ დამასკოს I-ის დროს (366-384) მოხდა, იერონიმესეული ვულგატის ლათინურ თარგმანთან თანადროულად. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძველი მოწმობა წმიდა ამბროსის ნაწერებში მოიპოვება (De sacramentis 4:21-37), მაინც სავარაუდოა, რომ კულტურულ ურთიერთობათა ენად ლათინურის დამკვიდრება რომში მოხდა. IV საუკუნის დასასრულიდან, პაპ სირიციუსის დროიდან, ლათინური იქცა პაპის კანცელარიის ენადაც და ეს ტრადიცია დღემდეა ძალაში. წმიდა ლიტურგიაში ლათინური ენის საყოველთაო გაბატონებას ხელი შეუწყო აგრეთვე ტრიდენტის კრებამ (IV სესია: ვულგატას კანონიზაცია; XXII სესია, თავი 8: სახალხო ენის (vulgaris lingua) საწინააღმდეგოდ, ლათინურის შენარჩუნება წირვის აღსრულებისას). გარდა ამისა, მსოფლიო კათოლიკობის განვითარებაში ლათინური ენა სხვადასხვა ხალხებისა და ენების მნიშვნელოვან მაკავშირებელ ელემენტად იქცა. ტრადიციისადმი ერთგულებას გამოხატავს იოანე XXIII-ის დადგენილება Veterum sapietia (1962). ვატიკანის II კრებამ (დადგენილება Sacrosanctum concilium ლიტურგიის შესახებ, 1963 წ. 4 დეკემბერი) ნებადართულად მიიჩნია ეროვნულ ენათა გამოყენება ლიტურგიაში, ტრადიციული „კანონის“ ჩათვლით. ლიტურგიაში ხალხური ენების გამოყენებამ ცალკეულ კონსერვატიული წრეების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია (მთავარეპისკოპოსი ლეფევრი, †1991).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9