A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კოჰელეთ

Etym. ებრ. „კოჰელეთ“ არ არის საკუთარი სახელი; აღნიშნავს ოფიციალურ ფუნქციას, რომელიც განისაზღვრება qhl ფუძიდან გამომდინარე, რაც ებრაულ ენაში თავყრილობას აღნიშნავს. ამგვარად, ტერმინი შეიძლება ნიშნავდეს „პირს, რომელიც თავყრილობაზე (qahal) სიტყვას წარმოთქვამს“ (თავყრილობა აქ ლათინურ ecclesia-ს შეესატყვისება)
It. Qohelet
კოჰელეთ ძველი აღთქმის სიბრძნის წიგნია და ცნობილია ეკლესიასტეს სახელით. ამ წიგნის ავტორი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავს სოლომონად, სრულყოფილ ბრძენად, წარმოაჩენს (ეკ. 1:1). წიგნის თემა მის შესავალშია წარმოდგენილი (1:3): „რა უპირატესობა აქვს ადამიანს მთელი თავისი შრომისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს?“; ეკლესიასტეს წიგნში ცხოვრების ამაოების, უსამართლობისა და, უმთავრესად, იმედგაცრუებათა თემებია განხილული, მის 12 თავს დამაფიქრებელი, ანტიკომფორმისტული თეზისი აერთიანებს: „ყოველივე არის ამაოება, ყოველივე აირს hebel (ქროლვა)“. ქრისტემდე დაახლოებით 250-200 წლებში შექმნილი ეს ნაწარმოები უეჭველად გამომწვევი ხასიათისაა და აუცილებელია მისი განმარტება ღმრთის სიტყვის განკაცების შუქზე, რომელიც ადამიანის მწუხარებას, ეჭვებს, შეკითხვებს საკუთარ თავზე იღებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9