Etym. გვიანლათ. allegoria (ბერძ. állos „განსხვავებული“ + წარმოებული ფორმა სიტყვიდან agorénein „ლაპარაკი“) რიტორიკული სიმბოლო გარკვეული რეალობის გადმოსაცემად, რომლის მეშვეობითაც ადამიანმა მისგან განსხვავებული სხვა რეალობა შეიძლება იგულისხმოს. ცნობილია ბიბლიის ალეგორიული ინტერპრეტაცია. წმიდა ამბროსიმ ამგვარად განსაზღვრა ალეგორია: „Allegoria est, cum aliud geritur et aliud figuratur“ (ალეგორია ისაა, რითაც სხვა გამოიხატება და სხვა ჩამოყალიბდება).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4