პირველი შვიდი საუკუნის მანძილზე მოღვაწე ქრისტიანი მწერლები, რომელთაც ახასიათებს: მოძღვრების მართლმორწმუნეობა, ცხოვრების სიწმიდე, ეკლესიის მიერ აღიარება და სიძველე, რის გამოც პატრისტიკის პერიოდი დასავლეთში ისიდორე სევილიელის (636), აღმოსავლეთში კი – იოანე დამასკელის (დახლ. 750) სიკვდილის თარიღით განისაზღვრება. ეკლესიის მამათაგან ყველაზე გამორჩეულნი არიან დასავლეთში: ამბროსი, იერონიმე, ავგუსტინე, გრიგოლ დიდი, ხოლო აღმოსავლეთში: ათანასე, ბასილი, გრიგოლ ნაზიანზელი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ეკლესიის მამათა მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ ისინი გადმოცემის უპირატეს მოწმეებად არიან მიჩნეულნი.
See also: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4