Etym. ებრ. hallelù (ბრძანებითი კილო სიტყვისა hillel) „ადიდეთ“ და jah (შემოკლებული ფორმა სიტყვისა Jhwh) „უფალი“ ლიტურგიული შეძახილი, რომელიც წინ უძღვის ფსალმუნებს 104-106; 111-113; 115-117; 135; 146-150. სააღდგომო პერიოდის ტიპური შეძახილი. ხშირად გალობით შერულებული „ალელუია“ წირვისას წინ უძღვის სახარების წაკითხვას, გარდა დიდი მარხვის პერიოდისა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4