A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესიის მოძღვარნი

Etym. ლათ. doctor (magister-ის სინონიმი) „მასწავლებელი“
It. Dorttori della Chiesa
საპატიო ტიტული, ენიჭება პირებს, რომლებიც „ეკლესიის მამათა“ მემკვიდრე თეოლოგიურ ავტორიტეტს წარმოადგენენ. საუბარია გამოჩენილ და განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ პიროვნებებზე. მათ ახასიათებს: ცხოვრების სიწმიდე, მართლმორწმუნეობა და, უმთავრესად, საკრალურ საკითხთა განსაკუთრებული ცოდნა. ზოგიერთი მათგანი, ვინც ეკლესიის აღმოცენების პირველ საუკუნეებში იცხოვრა, როგორც „ეკლესიის მამის“, ისე „ეკლესიის მასწავლებლის“ სახელით მოიხსენიება. მათ შორის უმთავრესნი არიან: ამბროსი, ავგუსტინე, იერონიმე და გრიგოლ დიდი ლათინურ ეკლესიაში, ათანასე, ბასილი, გრიგოლ ნაზიანზელი და იოანე ოქროპირი აღმოსავლეთის ეკლესიაში. ეკლესიის სხვა მასწავლებლები არიან: ისიდორე, ბერნარდი, ანტონი პადუელი, ალბერტუს დიდი, თომა აკვინელი, ბონავენტურა, ეკატერინე სიენელი, ტერეზა ავილელი, ფრანცისკე სალელი, ალფონსუს ლიგუორი და სხვანი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9