A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესიის მოძღვრება

Etym. ლათ. magisterium (სიტყვიდან magister „მასწავლებელი“, „მოძღვარი“)
It. Magistero della Chiesa
ტერმინი აღნიშნავს ეკლესიისათვის იესო ქრისტეს მიერ მინდობილ ამოცანას, ავთენტიკურად გამოაცხადოს და განმარტოს ღმრთის სიტყვა. ეკლესიის მოძღვრების შინაარსი მიემართება საღმრთო გადმოცემას, საღმრთო წერილს (DV, 10), ზნეობრივ პრინციპებსა და ადამიანური სინამდვილის სხვადასხვა ასპექტს, რამდენადაც ეს საჭიროა სულთა ხსნისათვის. ეკლესიის მოძღვრების ძალაუფლებას განსაკუთრებით აღასრულებენ რომის პაპი და მასთან თანაზიარებაში მყოფი ეპისკოპები. მოძღვრება შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან საგანგებო. საგანგებო მოძღვრება მოიცავს როგორც მსოფლიო კრებათა, ისე პაპის განსაზღვრებებს ex cathedra (შდრ. CCC, 85, შმდ.; CIC, კან. 747-754).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9