A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესიის სოციალური მოძღვრება

It. Dottrina sociale della Chiesa
მიუთითებს ეკლესიის ნააზრევსა და პოზიციაზე ეკონომიკურსა და პოლიტიკურ-სოციალურ სფეროებში. XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინდუსტრიული რევოლუციის მიერ საზოგადოებაში გამოწვეულმა რადიკალურმა ცვლილებებმა ახალი საკითხები წამოჭრა ქრისტიანთა ცნობიერებისა და ეკლესიის მაგისტერიუმის წინაშე. ეკლესიის სოციალური მოძღვრება ამ ახალი შეკითხვებისა და ადამიანთა შეცვლილი მოთხოვნილებების მიმართ სახარების შუქზე გაცემული პასუხია. ეკლესიის სოციალური მოძღვრების საკვანძო პუნქტად მიიჩნევა ლეონ XIII-ის enciklika Rerum novarum (1891). პაპმა გაითავისა მშრომელთა მასების ტკივილი, ვინც სრულიად დაითრგუნა არა მხოლოდ სიღარიბით, არამედ, უმთავრესად, იმ არაადამიანური პირობებით, რომლებშიც უწევდათ არსებობა მუშებს ახალი ინდუსტრიული მოთხოვნილებების წნეხის ქვეშ. პაპ პიუს XI-ის ენციკლიკა Quadragesimo anno (1931) კვლავ აყენებს წინა პლანზე ადამიანის ღირსების საკითხს და ამტკიცებს, რომ საზოგადო სიკეთის საგანგებო მიზანი „სოციალური სამართალია“. ამ ლოგიკურ ჯაჭვს განაგრძობს იოანე XXIII-ის Mater et magistra (1961), და, უმთავრესად, ვატიკანის II კრების დადგენილება Gaudium et spes. პავლე VI-ის Populorum progressio (1967) გაიაზრებს სოციალურ პრობლემათა და მესამე სამყაროს ქვეყნების გარიყულობის უნივერსალურ განზომილებას. იოანე პავლე II-ის Laborem exercens (1981) შრომის მრავალტანჯულ თემას უბრუნდება. დაბოლოს, დოკუმენტებში Solicitudo rei socialis (1987) და Centesimus annus (1991) განიხილება ხალხთა განვითარების თანამედროვე პრობლემები და განმტკიცდება ადამიანის – ამქვეყნიურ სიკეთეთა მიმღებისა და გარანტის – ცენტრალური როლი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9