Etym. indefettibile „უნაკლო“, „უმანკო“, „წუნდაუდებელი“ It. Indifettibilità della Chiesa ტერმინი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ეკლესიის წიაღში თუ გარედან მასზე ბოროტების ძალთა თავდასხმებისა, ეკლესია არასოდეს შეიქმნება ამ ძალთა მსხვერპლი, ქრისტეს სიტყვის ძალით: „მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი“ (მათ. 16:18 და პარ.). ეს გულისხმობს ქრისტეს გზავნილის დროით განგრძობითობას და ამ გზავნილისადმი ერთგულებას: „აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე“ (მათ. 28:20).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4