Etym. ბერძნ. ekklesía + logía „(თეოლოგიური) მეცნიერება, რომელიც ეკლესიას შეისწავლის“ ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, ნამდვილ ეკლესიოლოგიაზე საუბარი მხოლოდ XVI საუკუნიდანაა შესაძლებელი, როდესაც ავგუსტინელმა იაკობ ვიტერბოელმა დაწერა De Regimine Christiano (1301-1302). თავისი განვითარების მწვერვალს ეკლესიოლოგიამ XX საუკუნეში მიაღწია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ვატიკანის II კრებას, რომელმაც წარმოადგინა დიდი საეკლესიოლოგიო სინთეზი, გამოკვეთილი სამი ძირითადი აქცენტით. ესენია:
koinonía (თანაზიარება),
diakonía (მსახურება),
martýria (დამოწმება).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4