A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ალა ალბ ალე ალი ალმ

ალიანსი

It. Alleanza
ცალკეულ პროტესტანტულ ორგანიზაციათა სახელწოდება:
ა) ევანგელური ალიანსი (Evangelical Alliance) დაარსდა 1846 წელს, ლონდონში, სხვადასხვა სექტისა და სხვადასხვა ერის წარმომადგენელი 800 დელეგატის მიერ. ცხრა პუნქტისგან შემდგარ მის „სამოძღვრო საფუძველში“ ჩამოყალიბებულია საღმრთო წერილის ინტერპრეტაციისას პიროვნული შეფასების უფლება და ვალდებულება, ამასთანავე, ცოდვის მხოლოდ რწმენით გამართლება;
ბ) პრესვიტერული ალიანსი ანუ რეფორმირებულ ეკლესიათა ალიანსი, რომლებიც პრესვიტერული სისტემის თანახმად მოქმედებს. ეს გაერთიანება 1875 წელს დაარსდა ცალკეულ პრესვიტერულ ეკლესიათა შორის ურთიერთობათა და მათი მისიონერული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
გ) მსოფლიო ბაპტისტური ალიანსი (Baptist World Alliance): 1905 წელს დაარსებული ეს ორგანიზაცია დაახლოებით 112 ქვეყნის 137.000 ადგილობრივ ეკლესიას აერთიანებს, მისი მთავარი ცენტრი ვაშინგტონში მდებარეობს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, იყოს „მთელი მსოფლიოს ბაპტისტთა საშუალება სამი მიზნის მისაღწევად.
ეს მიზნებია:
აა) ბაპტისტურ ეკლესიათა შორის ერთიანობისა და მეგობრობის განმტკიცება და ხელშეწყობა;
ბბ) რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფა და დაცვა;
გგ) საერთო [ბაპტისტური] რწმენის მთავარი პრინციპების განცხადება“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9